TIGISHVILI WINE COMPANY
დოკუმენტური ფილმი

ჩვენი კომპანია აწარმოებს 100% ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ელიტარულ ღვინოებს, რომლებიც გაერთიანებულია „Alilouri”-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ.

თაობიდან-თაობაზე გადმოსული ღვინის დაყენების ოჯახური ტექნოლოგია, ტრადიციად ქცეული ღვინის წარმოების სიყვარული, საკუთარი, უნიკალურ გეოგრაფიულ ზონაში მდებარე ვენახები, თანამედროვე, მსოფლიოში ცნობილი ღვინის წარმოების ბრენდების დანადგარები და მეცნიერული მიდგომა, ჩვენ გვაძლევს საშუალებას მივიღოთ მცირე რაოდენობის, მაგრამ პრემიუმ კლასის პროდუქტი.

პაატა ბურჭულაძე

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა"-ს დამფუძნებელი, ფონდის პრეზიდენტი.

მეღვინეობა საქართველოში

საქართველოს მევენახეობასა და მეღვინეობას მრავალ საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. ამას ცხადყოფს სხვადასხვა ამპელოგრაფიული, პალეობოტანიკური, არქეოლოგიური, ფოლკლორული და ლინგვისტური წყაროები.

საქართველოს ტერიტორიაზე, გასული გეოლოგიური ეპოქის ფენებში არის აღმოჩენილი ყურძნის ფოთლების ანაბეჭდები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია 8000 წლის ასაკის ყურძნის წიპწები, ბრინჯაოს ხანის ყურძნის საჭრელი, საჭყლეტი, ღვინის შესანახი ჭურჭელი და ღვინის მეურნეობისათვის დამახასიათებელი მრავალი სხვა იარაღი.

მეღვინეობა საქართველოში სხვა აკადემიურ დისციპლინებთან ერთად უკვე VIII საუკუნიდან ისწავლებოდა იყალთოს აკადემიაში.

დღეს, საქართველო აღიარებულია, როგორც მეღვინეობის წარმოქმნის ერთ-ერთი უძველესი კერა, სადაც არის ყველაზე მტკიცე კავშირი ველურ ვაზსა და აბორიგენულ ჯიშებს შორის.

ჩვენი ვენახების გეოგრაფია

საქართველო გეორგაფილუად მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, შავი და კასპიის ზღვებს შორის, რომელთა ზემოქმედება განსაზღვრავს აქაური ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებას და საუკეთესო გარემოს ქმნის ორიგინალური, ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ანვითარებისათვის.

საქართველოს ვენახების 65-70% თავმოყრილია უძველეს და უნიკალურ მევენახეობა-მეღვინებობის რეგიონ კახახეთში. ცივგომბორის მთა კახეთს შიდა და გარე კახეთად ყოფს. შიდა კახეთი მდინარე ალაზნის ხეობაშია, ხოლო გარე კახეთი - მდინარე იორის. ამ მხარეთა ვენახების პროდუქცია საკმაოდ მკაფიოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც პირველ რიგში კლიმატური პირობების სხვაობის შედეგია.

მეცნიერები უპირატესობას შიდა კახეთს ანიჭებენ, სადაც განლაგებულია საქართველოს ხარისხოვანი მეღვინეობის ძირითადი რაიონები. სწორედ ამ განსაკუთრებულ მიკრო ზონაშია გაშენებული ჩვენი ვენახები.

ჩვენი ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 600 დან - 700 მეტრზე. ნიადაგები ნეშომპალა კარბონატულია. წლიური აქტიური ტემპერატურათა ჯამი უდრის 3000-3500 გრადუსს.

მამა - დურმიშხან თიგიშვილი

ჩემი წინაპრები ოდითგანვე მისდევდნენ მეღვინეობას. მე ბავშვობიდან ვეზიარე ქართული ტრადიციული ღვინის დაყენების მეთოდებს. მამაჩემს ყოველთვის ვეხმარებოდი ამ საქმეში. ჩემი, როგორც მეღვინის კარიერა, ჯერ კიდევ 1960 წელს დაიწყო. სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა თბლისის #1 ღვინის ქარხანაში. შემდეგ მივიღე უმაღლესი განათლება ღვინის ტექნოლოგის სპეციალობით და შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ცხოვრება ღვინოს ვემსახურები.


ჩემთვის ღვინო ღვთიური სითხეა. ის ზებუნებრივი სითბოსა და სიამოვნების მომგვრელია.


დღეს დიდი იმედით ვუყურებ ჩვენს წარმოებას. სიამაყით ვიტყვი, რომ მიუხედავად ჩემი დიდი გამოცდილებისა, ასეთი ღვინო, როგორიც „ალილოურია“, მე არასოდეს დამიყენებია.

შვილი - მიხეილ თიგიშვილი

ღვინის სარეალიზაციოდ წარმოების დაწყების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შევიძინე უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდის დანადგარები და ჩამოსასხმელი ხაზი. ასევე ვიზრუნეთ ბოთლის ხარისხზეც, ვინაიდან პრემიუმ კლასის ღვინო აუცილებლად მაღალი ხარისხის მინის ბოთლში უნდა ჩამოისხას. ბოთლი იტალიიდან ჩამოვიტანეთ. აქვე მინდა აღვნიშნო კორპის მნიშვნელობაც. უმაღლესი ხარისხის, მუხის ნატურალური კორპი პორტუგალიაში შევიძინეთ.

ჩვენი პროდუქტი უკვე უწევს კონკურენციას სხვა პრემიუმ კლასის ღვინოებს, რაც არის ერთი იდეისა და მიზნის ირგვლივ ერთ ოჯახად შეკრული გუნდის თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა.

შვილიშვილი - დურმიშხან თიგიშვილი

ჩემს ოჯახში, რომელშიც მე გავიზარდე და ვცხოვრობ, ყოველთვის იყო ღვინის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და მოწიწებული დამოკიდებულება.

მამაჩემმა და ბაბუაჩემმა ძალიან დიდი შრომა ჩადეს ამ საქმეში და ჩემთვის უაღრესად დიდი პასუხისმგებლობაა ალილოურის ბრენდის მართვა და განვითარება.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ბიზნესს ძალიან დიდი მომავალი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ტექნოლოგთან ერთად მუდმივად ვაწარმოებთ სამეცნიერო–კვლევით ექსპერიმენტებს და მომავალში ჩვენს მომხმარებელ არა ერთ უნიკალურ და ექსკლუზიურ ალკოჰოლურ სასმელს შევთავაზებთ.

Alilouri ბრენდის შექმნის ისტორია

„დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ პირველად დავლიე ღვინო“ - ეს ფრაზა წარმოთქვა ღვინის დაგემოვნების შემდეგ ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, კვარტეტი „ალილო“-ს წევრმა ლაშა ღლონტმა.

კვარტეტი „ალილო“-ს წევრები, ღვინის უბადლო შემფასებლები, აღაფრთოვანა თიგიშვილების ოჯახის ღვინომ და მოზღვავებული ემოციები, ღვინოსავით ტკბილ და მათრობელა, სრულიად ახალ სიმღერად „ალილოურად“ გადაიქცა.

კვარტეტის წევრებმა დაარწმუნეს მასპინძლები, რომ ეს ღვინო, დამზადების ტექნოლოგიური სირთულისა და სიმცირის მიუხედავად, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო.

ასე გაჩნდა ახალი, მაგრამ მძლავრი, აბსოლუტურად ნატურალური და უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის ბრენდი - „ალილოური“.

ჩვენი ტექნოლოგი

კახა ჭოტიაშვილი, ძალზედ ნიჭიერი და მეღვინეობაზე შეყვარებული ადამიანია. მან ტრადიციული მეღვინეობა თანამედროვე მეცნიერული ცოდნითა და ნოვატორული იდეებით გაამდიდრა.

2006 წელი, „ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი“ (საქართველო) ჟიური დაკომპლექტებული იყო ევროპის საუკეთესო ექსპერტებისაგან. ორი თეთრი ღვინო, ჭაჭა, ყველამ აიღო ოქროს მედალი.

2007 წელი, საერთაშორისო ღვინის კონკურსი “MUNDUS VINI” (გერმანია) თეთრი ღვინო - ვერცხლის მედალი.

2008 წელი, „საქართველო ღვინის სამშობლო“ (საქართველო) წითელი ღვინო და ჭაჭა - ოქროს მედლები.

2013 წელი, „საქართველო ღვინის სამშობლო“ (საქართველო) ტრადიციულად დაყენებული რქაწითელი - ოქროს მედალი.

2013 წელი, „ექსპო-ჯრჯია“ და საქართველოს ხარისხის ნიშანი (საქართველო) სამი თეთრი ღვინო, ყველამ აიღო ოქროს მედალი.

ტექნოლოგია

აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტის მისაღებად ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ვენახს და მოსავლის რაოდენობას. ნიადაგი მდიდრდება მხოლოდ ორგანული სასუქებით, ყურძნის მტევანში ოპტიმალური კვებითი ღირებულების დონის შესანარჩუნებლად ხშირ შემთხვევაში ხდება მწვანე რთვლის ჩატარება, რადგან რაოდნეობამ არ იმოქმედოს ხარისხზე.

შემოდგომაზე, რთვლის პერიოდი იგეგმება ყოველი ჯიშის ყურძნისთვის ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ყურძნის მტევანში საჭირო რაოდენობით შქარიანობის შემცველობასთან. სიმწიფეში შესული ყურძენი იკრიფება შერჩევით, დღის პირველ ნახევრამდე.

ღვინის დაწურვის შემდეგ, ჩვენ ვაწარმოებთ მის რეგულარულ დარევას,  ვაკონტროლებთ ალკოჰოლურ დუღილის მიკრობიოლოგიურ და სხვა სახის ლაბორატორიულ კვლევებით, რაც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ დარწმუნებული ჩვენი ღვინის უმაღლეს ხარისხში...

დუღილის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვიღებთ თვითნადენ ფრაქციას, რომელიც თავსდება უჟანგავი ლითონის სპეციალურ რეზერვუარებში, სადაც მიმდინარეობს ღვინის დავარგება.

ძნელია გაუძლო ცდუნებას, მაშინ როდესაც ვენახი გაქვს ისეთ საუკეთესო ზონაში როგორშიც ჩვენ  და სურვილი არ გაგიჩნდეს ისეთი სადესერტო ღვინოების დაყენებისა როგორიცაა აისვაინი.

ასე გაჩნდა ჩვენს მარანში ტრადიციული ღვინოების გვერდით ახალი სურნელი, რომელსაც მსოფლიო აისვაინად იცნობს.

რთველი, პირველი ყინვების დადგომისას დეკემბერში ჩავატარეთ, როდესაც მინუს 7-8 გრადუსზე ყურძნის მარცვლები სრულად გაიყინა.

მარცვლებში არსებული წყლის მნიშვნელოვანი ნაწილის გაყინვის გამო გამოწურული წვენის გამოსავალი ძალზედ მცირეა, მაგრამ საოცრად კონცენტრირებულია ყურძნის შაქრით, მჟავიანობითა და არომატული ნივთიერებებით.

ყურძენი შერჩევით დაიკრიფა და ნაზად გამოწნეხა კალათისებრ წნეხში. დუღილი მიმდინარეობდა კონტროლირებად ტემპერატურაზე, 6 კვირის განმავლობაში. ბოთლში  ჩამოსხმამდე ღვინო ინახება დაბალ ტემპერატურაზე.

ALILOURI რქაწითელი

თეთრი მშრალი ღვინო.
ალკოჰოლი: 12.5 %

გემოზე სრული, რბილი და ჰარმონიულია.
ღვინო ჩალის ფერია, რომლიდანაც მზის სხივების სითბო მოდის.
არომატში ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა ხილის, ჩირის, ხმელი სუნელების ტონები, თავთავისა და შემოდგომის სურნელი.

ფენოლური ნაერთები, როგორც მოსალოდნელია ბევრად მეტია ამ ღვინოში. ივივე იქთმის მქროლავ ნაერთებზე, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ მოცემული ღვინის ფორმირებაში, დამწიფება-დავარგებაში და მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში.

ღვინოსთან რეკომენდირებულია ფრინვლის ხორცი, თევზის კერძები და ბოსტნეულის სალათები.

ALILOURI საფერავი

წითელი მშრალი ღვინო.
ალკოჰოლი: 12.5 %

ღვინო მზადდება „საფერავი“-ს წმინდა საღვინე ვაზის ჯიშისაგან, რომელის ბიოლოგიური თავისებურებები და ნიშნები უძველეს ჯიშებს მიეკუთვნება.

გემოზე ძლიერი, ტანოინიანი, სხეულიანი.
ღვინო არის მუქი ლალის ქვის შეფერილობის.
ყურძნის ჯიშისადმი დამახასიათებელი გამორჩეული და მკვეთრი არომატი, კენკროვანი ხილის ტონებით.

საფერავი ყველაზე კარგად ეხამება ასაკიანი ხბოს მწვადს, საქონლის სტეისა და მარილიან ყველს.

ALILOURI რქაწითელი აისვაინი

თეთრი სადესერტო ღვინო
ალკოჰოლი: 10.5%

 

დამახასიათებელი ფერი - ელვარე ოქროსფერი.
არომატი გამოირჩევა მწიფე ანანასის, ატმის, ვაშლის და კომშის მკვეთრი სურნელით.
გემო სრულად იმეორებს სურნელის პროფილს.

ხასიათდება გაწონასწორებული ციტრუსოვანი სიმჟავითა.
დაგემოვნების შემდეგ ტოვებს ჰარმონიულ და ტკვილს გემოს.
არაჩვეულებრივად ეხამება დესერტებს.

ALILOURI საფერავი აისვაინი

წითელი სადესერტო ღვინო
აკლოჰოლი: 10.5%

ღვინის სტრუქტურა ბლანტი და ზეთოვანი.

დამახასიათებელი ფერი - მუქი წითელი.
არომატი გამოირჩევა ხილის მკვეთრად გამოხატული სურნელით.
გემო სრულად იმეორებს სურნელის პროფილს.

დაგემოვნების შემდეგ ტოვებს ხავერდოვან გემოს.

არაჩვეულებრივად ეხამება ტკბილ დესერტებს.
ALILOURI თაფლის კოქტეილი

თაფლის კოქტეილი, ექსკლუზიური პროდუქტი, ამაღლებული განწყობის, ხალისისა და ენერგიის მომგვრელი სასმელია. ამ თვისებებს განაპირობებს მისი შემადგენელი ნატურალური, სწორად შეხამებული ინგრედიენტების ერთობლიობა.
თაფლის კოქტეილის ძირითადი ინგერდიენტებია მაისის თაფლი, ლიმონი და ნატურალური თაფლის არაყი.
პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების კვებითი ღირებულებებიდან გამომდინარე, ჩვენი კოქტეილიც მდიდარია ვიტამინების მთელი სპექტრით, ნატურალური ბუნებრივი შაქრებით, როგორიცაა გლუკოზა და ფრუქტოზა.
თაფლის კოქტეილის ბუკეტი უნიკალური და ორიგინალურია. თაფლისა და ლიმონის ნაზავი არომატების მთელ სპექტრს იძლევა. თაფლის კოქტელით უდიდეს სიამოვნებას ღებულობს ნებისმიერი გემოვნების ადამიანი.

ჩვენი პროდუქციის შეძენა შეიძლება:


თელავის ქ. 2
თბილისი, საქართველო



რუსთაველის გამზ. 14
თბილისი, საქართველო


თავისუფლების მოედანი 4, თბილისი, საქართველო
აგრეთვე იკითხეთ ჩვენი ღვინო "ა" კლასის რესტორნებში

TIGISHVILI WINE COMPANY

2, Dolidze str., Tbilisi, Georgia, Tel : 995 32 2 400 999
Facebook: www.facebook.com/twc.alco, E-mail: info@twcalco.com, Web: www.twcalco.com